28.06.21 - მცენარემ ზრდის ტემპს უმატა, თანაბრად მიდიოდა ცენტრალური და ლატერალური ზრდა, ზომაც შესაბამისი იყო რომ ტოპინგ მეთოდისთვის მიმემართა. ამავდროულად განათება აქტიური ვეგეტაციის ფაზაში ავიწე 25 სანტიმეტრიდან 40 სანტიმეტრამდე, რაც მცენარის ზომის მატების საფუძველი უნდა გახდეს მომდევნო რამდენიმე კვირის მანძილზე.
29.06.21 - ტოპინგის შემდეგ მოვაჭერი ზედა 4 ძირითადი ფოთილი, რათა ქვედა კვირტებამდეც სინათლე მაქსიმალურად მიწვდეს. დაგეგმილი სტრუქტურისთვის აუცილებელია 6-ვე ძირითადი კვირტის თანაბარი ზრდის ტემპის შენარჩუნება.