By continuing to use the website or clicking Accept you consent to our cookies and personal data policy and confirm that you are at least 18 year old. For details please see Privacy Policy and Terms
23.05.21 - თესლი ჩავაგდე წყლიან ჭიქაში ჩაძირვამდე. თესლი ჩაიძირა 5 საათში და გადავიტანე სველ სალფეტკზე, რომელიც შეიფუთა პაკეტში სრულ გაღივებამდე.
26.05.21 - თესლი სრლად გაღივდა, თუმცა დაველოდები მის სრულად განვითარებას და შემდეგ გადავიტან ნიადაგში.
28.05.21 - თესლი სტაბილური ტემპით განვითარდა, და უკვე ჩითლობს. მზადაა ნიადაგში გადასატანად.
28.05.21 - ღივი გადავიტანე ნიადაგში, 1-2 დღე დაჭირდება შესაგუებლად და შემდეგ ავტომატურად დაეწყება ვეგეტაციის პირველი კვირა <3
30/05/21 - ჩითილი შეეგუა ნიადაგს და იწყება ვეგეტაციის პერიოდი. სასუქი bio root (NPK 0-1-1) მიიღო ჩითილობის მეორე დღიდან, დოზით 0.5 მლ 0.5 ლიტრში.
04/06/21 - ჩითილი სტაბილურად იწყებს განვითარებას, მისი ჩითილობის შედარებით ნელი ტემპი მაძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ მცენარე ჯერ ფესვების განვითარებაზეა ორიგენტირებული, რაც ძალიან კარგი ნიშანია. Bio Root (0-1-1) დოზა გავზარდე ორჯერ.
24.06.21 - მცენარეს ცოტათი ვსტრესავ განათებით, ფოთლების პიგმენტაციაზე ეტყობა, თუმცა ეს ფოთლები მაინც მალე უფუნქციო გახდება. რაც მთვარია ზრდის კონუსი და გვერდითი კვირტები კარგად ვითარდება. მომავალი კვირიდან დაიტოპება და გადავა აქტიური ზრდის ეტაპზე.
28.06.21 - მცენარემ ზრდის ტემპს უმატა, თანაბრად მიდიოდა ცენტრალური და ლატერალური ზრდა, ზომაც შესაბამისი იყო რომ ტოპინგ მეთოდისთვის მიმემართა. ამავდროულად განათება აქტიური ვეგეტაციის ფაზაში ავიწე 25 სანტიმეტრიდან 40 სანტიმეტრამდე, რაც მცენარის ზომის მატების საფუძველი უნდა გახდეს მომდევნო რამდენიმე კვირის მანძილზე.
29.06.21 - ტოპინგის შემდეგ მოვაჭერი ზედა 4 ძირითადი ფოთილი, რათა ქვედა კვირტებამდეც სინათლე მაქსიმალურად მიწვდეს. დაგეგმილი სტრუქტურისთვის აუცილებელია 6-ვე ძირითადი კვირტის თანაბარი ზრდის ტემპის შენარჩუნება.
19.07.21 - მცენარე გადასულია აქტიური განვითარების ფაზაში, შესაბამისად დროული იყო მისი გასუფთავება ფოთლებისგან (ტრიმინგი) და LST მანიპულაცია სასურველი სტრუქტურის შემდგომი ფორმირებისთვის.
08.03.21 - მცენარე გადავიდა 12/12 რეჟიმზე. ველოდებით ყვავილობაში გადასვლას. რამდენიმე დღეში გადავა ფოსფორის ინტენსიურ კვებაზე, რათა დაჩქარდეს ყვავილობა.
16.08.21 - მოხდა კატასტროფა. ჩემმა დათვმა კატამ გადაწყვიტა გართობა და შეიწირა ძირი, სამწუხაროდ მცენარის ძირითადი სტრუქტურა დარღვეულია, მისი გადარჩენა შესაძლებელია მაგრამ საბოლოო მოსავლიანობაზე ეს ძალიან აისახება. სამწუხაროდ აქ ვამთავრებ ჩანაწერებს :((